Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მონაწილეობა რიგით მეოთხე ნინგსიასთან დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო ფორუმში

2025 წლის 8 ივნისს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონმა პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ნინგსია-ხუეის ავტონომიური რეგიონის ქ. ინჩუანში გამართულ რიგით მეოთხე ნინგსიასთან დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო  ფორუმში.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ რეგიონის პარტიის კომიტეტის მდივანი, ბატონი ლი იფეი, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი იანგ ვანმინგი, ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარე, ბატონი ჭანგ იუფუ და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, ბატონმა გიორგი ალადაშვილმა.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა „კახეთის რეგიონს (საქართველო) და ნინგსია-ხუეის ავტონომიურ რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის  საერთაშორისო მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.“

ქ. ინჩუანში გამართულ რიგით მეოთხე დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო  ფორუმში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებმა.

საქართველოსა და ჩინეთის, როგორც ქვეყნებს შორის და ასევე, რეგიონულ დონეზე არსებულ თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა  და მომავალში მათი განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს ელჩმა ისაუბრა  ცალ-ცალკე, “Ningxia Daily”-სათვის, ნინგსიას ტელევიზიისა და ჩინეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, „სინხუასათვის“  მიცემულ ინტერვიუებში.

აღნიშნული ინტერვიუების  ჩანაწერები განთავსებულია ქვემომოყვანილ ბმულებზე:

https://h.xinhuaxmt.com/vh512/share/12582326?docid=12582326&newstype=1001&d=134fff1&channel=weixin&time=1749471159149

https://www.nxtv.com.cn/19/19yc/34356.shtml

https://szb.nxrb.cn/nxrb/pad/con/202506/10/content_161875.html