Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღოსაქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმზე

2026 წლის 13 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ კუანგჭოუში გამართულ საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმში.
 
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუანგტუნგის კომიტეტის მასპინძლობით, „სარტყელისა და გზის“ ქართული ბიზნესსახლის ორგანიზებით გაიმართა.
 
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და „სარტყელისა და გზის“ ქართული ბიზნესსახლის დამფუძნებელმა ბექარ მიქაბერიძემ.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდა 30 ქართული კომპანია. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.