შეხვედრა შაანსის პროვინციის დელეგაციასთან
2025 წლის 18 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის შაანსის პროვინციის ბიზნეს დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩინური ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო საწარმოს „Shaanxi Xifengjiu Co. Ltd“-ის ვიცე-პრეზიდენტი, სუნ ჩაო.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და შაანსის პროვინციას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.