საქართველოს ელჩის ვიზიტი „სარტყელისა და გზის ქართულ ბიზნეს სახლში“
2024 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე „სარტყელისა და გზის ქართულ ბიზნეს სახლს“ ეწვია, რომელიც ქ. გუანჭოუში მდებარეობს.
ელჩს მასპინძლობდა აღნიშნული სახლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ბექარ მიქაბერიძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციაში.
საქართველოს ელჩს მიეცა საშუალება გაცნობოდა „სარტყელისა და გზის ქართული სახლის“ საქმიანობას. მან, ასევე, მოინახულა ქართული ღვინის მუზეუმი.