საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქ. პეკინში გამართულ ტურისტულ ღონისძიებაში
2026 წლის 19 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო, ქ. პეკინში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტურისტულ ღონისძიებაში სახელწოდებით „Georgia Tourism Roadshow“.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებსა და საქართველო-ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია, ქართული და ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ე.წ. „B2B“ შეხვედრები, კითხვა-პასუხის სესია და საქმიანი ვახშამი.
