კულტურული ღონისძიება ქალაქ ლანგფანში
2025 წლის 23 იანვარს, საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, ნატალია კვაჭაძემ, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქ. ლანგფანგის (ხეპეის პროვინცია) საგარეო საქმეთა ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სახელწოდებით "A New Year with the Taste of Langfang".
ხსენებული ღონისძიება, რომელიც ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის, „CEEC“-ის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პატივსაცემად გაიმართა, სხვადასხვა კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.
ღონისძიებას, გარდა „CEEC“-ის წევრი ქვეყნების დიპლომატებისა, ესწრებოდნენ ხებეის პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის, ქ. ლანგფანის ადგილობრივი მთავრობისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები.
ღონისძიების დასასრულს გამართულ ვახშამზე ქ. ლანგფანის მერმა, ლიუ იუენმა სტუმრებს ჩინური ახალი წელი მიულოცა. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე.