მოქალაქეების საყურადღებოდ!
ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა.წ. 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იმუშავებს განსაკუთრებული განრიგით.
ზემოხსენებულ პერიოდში, გადაუდებელი ან კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონსულო სამსახურის სატელეფონო ცხელი ხაზით: +8613716877636 ან ელ.ფოსტით: [email protected], [email protected] , რომლებიც 24/7 რეჟიმში იმუშავებს.