Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საელჩოს დესპანის, მამუკა ციხელაშვილის შეხვედრა ჩინური კომპანია „Yutong Bus“-ის წარმომადგენლებთან

2024 წლის 21 ივნისს საელჩოს დესპანმა, მამუკა ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინური კომპანია „Yutong Bus Co. Ltd.“-ის საერთაშორისო დეპარტამენტის რეგიონულ მენეჯერთან მაქსიმ ჭოუსთან და ამავე დეპარტამენტის პროექტების მენეჯერთან ვანგ ჩენთან.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
„Yutong Bus Co. Ltd." წარმოადგენს ჩინური კომპანია „Zhengzhou Yutong Group“-ის შვილობილ სტრუქტურას, რომელიც ლიდერია ჩინეთის ბაზარზე სამგზავრო  ელექტრო ავტობუსების წარმოების კუთხით.