საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო ღონისძიებას “Discover China Cultural Tour 2025“
2025 წლის 20 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ნატალია კვაჭაძე, დაესწრო პეკინის დასინგის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიება „Discover China Cultural Tour 2025“-ის გახსნის ცერემონიას, რომელიც ორგანიზებული იყო ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, კაო ჩენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ტურიზმისა და კულტურული გაცვლების მნიშვნელობას ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას საერთაშორისო კავშირების გაფართოებისა და ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გასაზიარებლად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.