Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის საქმიანობა საქართველოში

2025 წლის 14 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა ბორდის პრეზიდენტი, ბატონი ქანგ ჭენგი, „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს“ რექტორი, ელისო ელისაშვილი და სხვა წევრები.

სტუმრებმა ელჩს გააცნეს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის საქმიანობა და კერძოდ, საქართველოში მათი საინვესტიციო პროექტი „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ“ და მასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გეგმები.

ელჩმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ - განათლების  სფეროში ფინანსური და ინტელექტუალური  ინვესტიციის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ჯგუფს ამ მიმართულებით აქტიურობისათვის.შეხვედრაზე ჯიუს რექტორმა ელჩს, მის მიერ თარგმნილი, ჩინურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონები გადასცა.

ქართული კერძო უმაღლესი სასწავლებელი „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ“ დაფუძნდა 2008 წელს  (ყოფილი თბილისის გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი)  და  2020 წლიდან არის „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში. მათ მიერ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ინვესტირებული თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. ჯგუფი, როგორც ჩინეთში, ასევე იაპონიაში, მალაიზიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში ფლობს სხვადასხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებებს.