Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. სიანში ქართული ღვინის კომპანია „მარანის“ სახლი გაიხსნა

ა.წ. 24 მარტს, ქ. სიანში (შაანსის პროვინცია) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩს, პ. კალანდაძეს, პატივი ერგო კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელ ბატონ ზურაბ რამაზაშვილთან, ჩინეთის სურსათისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობის უფროსი ექსპერტ ადამ ხუანგთან და „კახეთის ჯგუფის“ თავმჯდომარესთან, ბატონ ლი ძიენკუოსთან ერთად საზეიმო ვითარებაში გაეხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომელიც პირველია შაანსის პროვინციაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ესაა პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთში გაიხსნა ერთი ქართული ღვინის ბრენდის საფირმო მაღაზია, რომელიც ექსკლუზიურად „თელავის ღვინის მარნის“ პროდუქციას გაყიდის.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც საქართველოს ელჩმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და გულითადად ულოცავს კომპანია „თელავის ღვინის მარნს“  ამ წარმატებას.