საქართველოს ელჩმა ინტერვიუ მისცა მედია პლატფორმა „Haiwainet.net“-ს
2025 წლის 17 ივნისს, საქართველოს ელჩმა ინტერვიუ მისცა მედია პლატფორმა „Haaiwainet.cn“-ს. ინტერვიუ შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, დღეისათვის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და აღნიშნული ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებს.
„Haiwainet.cn”-ი, რომელიც 2012 წელს დაარსდა, გახლავთ ჩინური გამომცემლობის- “People’s Daily Overseas Edition-ის“ ახალი მედია პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოებისთვის, მათ შორის “Bloomberg”, “BBC” და “Zaobao.com”- თვის ჩინეთის შესახებ მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს.