საქართველოს ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე კომპანიის “North Star Sinogold” ხელმძღვანელს შეხვდა
2026 წლის 3 თებერვალს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა კომპანიის “North Star Sinogold” გენერალურ მენეჯერთან, მენგ ხაიძუნთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის განვითარებისა და საპორტო ლოგისტიკის სფეროში საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
“North Star Sinogold” სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებს ლოგისტიკის, ვაჭრობის, მიწოდების ჯაჭვის განვითარების სფეროში.
