Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სესიის ოქმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

2025 წლის 4 ივლისს, საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სესიის ოქმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 3-4 ივლისს, ქ. პეკინში გაიმართა საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სესია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას ქვეყნის კომერციის მინისტრის მოადგილე, იენ ტუნგი.