Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის ვიზიტი ნინგსიას ღვინის მუზეუმში მდებარე საქართველოს პავილიონში

2024 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, ქ. ინჩუანში მდებარე ნინგსიას ღვინის მუზეუმს ეწვია. მუზეუმის საგამოფენო დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაიცნონ ქართული ღვინის წარმოების ისტორია და მასთან დაკავშირებული ტრადიციები.

ნინგსიას ხუეის ავტონომიური რეგიონის ცენტრ ქ. ინჩუანში განთავსებულ ღვინის მუზეუმს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს.