„ჩინურ-ქართული კულტურის გაცვლის დღის“ აღნიშვნა ქ. პეკინში
2025 წლის 24 მაისს, ქ. პეკინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ასევე გაიმართა კონცერტი, სახელწოდებით, „ჩინურ-ქართული კულტურის გაცვლის დღე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „ბასიანმა“ და ჩინურმა ვოკალურმა ანსამბლმა „SingHaert“-მა.
კონცერტი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, ქ. პეკინის ჩაოიანგის რაიონის კულტურული, ინდუსტრიული, ინოვაციური, ექსპერიმენტული სივრცის, სახელწოდებით „798-751 პარკის“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და ცენტრალურ ადგილზე - „ინოვაციების მოედანზე“. ხსენებული ობიექტი ადგილობრივ თუ უცხოელ დამთვალიერებლებს შორის გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს და პეკინში „აუცილებლად სანახავ ტურისტული ღირსშესანიშნაობების“ სიაში შედის.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, “798 · 751 პარკის“ მმართველი კომიტეტის დირექტორის მოადგილემ, ვანგ ჩუნცინგმა და კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის, „შ.პ.ს. პეკინის 798 კულტურულ ტექნოლოგიური კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, იანგ ძინვეიმ.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, გაიმართა „ბასიანისა“ და „SingHaert“-ის კონცერტი. კონცერტის პარალელურად, „ინოვაციების მოედანზე“ გაიმართა ქართული ღვინისა და სასმელების დეგუსტაცია.