Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ა.წ. გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ა.წ. 16 ოქტომბერს, გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან, ვანგ ვენთაოსთან.
 
შეხვედრის დროს განხილულ იქნა, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხებზე.