საქართველოს ელჩმა CRI Online-ის გადაცემაში „One On One“ მიიღო მონაწილეობა
2026 წლის 10 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, ინტერვიუ მისცა China Media Group-ის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა „CRI Online“-ს. ინტერვიუ გაიმართა CRI (China Radio International)-ის პროგრამა „One On One with CRI Online“-ის სპეციალური სერიის „Ambassadors on the Two Sessions“ ფარგლებში.
ინტერვიუს ფარგლებში განხილული იყო ჩინეთის „ორი სესიის“ მნიშვნელობა, ქვეყნის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და „15-ე ხუთწლიანი გეგმის“ (2026–2030) დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ტურიზმს, განათლებასა და ხალხთაშორის კავშირებს.
ინტერვიუს ვიდეო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://news.cri.cn/20260310/d6b030bd-8e1c-4fa9-95b6-47634b8134ca.html
