საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო პეკინის უნივერსიტეტში
2023 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო პეკინის უნივერსიტეტში, “The Peking University International Cultural Festival”-ის გახსნის ცერემონიაზე.
სიტყვით გამოსვლის დროს ელჩმა აღნიშნა, ორ ქვეყნას შორის უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სტუდენტების გაცვლის კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის და ამ კონტექსტში, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ისტორიული უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, ჩინეთის აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.