შეხვედრა „China International Cooperation Association of SME“ და კომპანია „King MICE Co.,Ltd“-ს გენერალურ მენეჯერთან
2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, „China International Cooperation Association of SME“ -ისა და „King MICE Co.,Ltd“-ის გენერალურ მენეჯერს ედუარდ შანგს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მშენებლობის დარგში დანერგილი ახალი ტექნოლოგიების ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობები. მხარეები ამ მიზნით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.