Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი ჩინეთის ლიდერების მიერ მიღებული დიპლომატიური საჩუქრების გამოფენას ესტუმრა

2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, ქვეყანაში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად, ჩინეთის ლიდერების მიერ მიღებული დიპლომატიური საჩუქრების გამოფენას დაესწრო.

ღონისძიების მასპინძელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე, პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ხონგ ლეი იყო.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე თავისი ადგილი უკავია  საჩუქარს, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ, სახელმწიფო მეთაურის რანგში, 1993 წელს გადასცა ჩინეთის იმდროინდელ პრემიერს, ლი ფენგს.