ელჩის შეხვედრა ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში
2026 წლის 11 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან, კაო ჭენგთან.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ტურიზმის სექტორის გააქტიურების ხელშემწყობი ფაქტორები და მათი დადებითი ზეგავლენა საქართველოში ჩინელი ტურისტების ზრდის დინამიკაზე.
