საქართველოს ელჩი ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ღონისძიებას დაესწრო
2026 წლის 28 ივლისს, საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე დაესწრო ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის (CIIS) ღონისძიებას, სადაც მასპინძელმა მხარემ იქ დამსწრე დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინა ინსტიტუტის ახალ გამოცემა, კერძოდ, „Blue Book on International Sitiation and China’s Foreign Affairs (2025-2026) Agenda“.
ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტი დაარსდა 1956 წელს (თავდაპირველად „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ სახელწოდებით) და ის, დიპლომატიურ და საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთადერთი ანალიტიკური ცენტრი გახლავთ.
