საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომაში
2025 წლის 17 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომაში.
კომისიის სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძი.