შეხვედრა ჩინური კომპანია “Zhongbo Group“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან
2024 წლის 5 ივნისს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინური კომპანია “Zhongbo Group“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს იენგძინ წუომას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
კომპანია “Zhongbo Group“ შეიქმნა 1998 წელს და მასში გაერთიანებულია მსხვილი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ შემდეგი მიმართულებებით: ენერგეტიკა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი. ასევე კომპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას გარემოს დაცვისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.
.jpg&w=3840&q=100)