საქართველოს ელჩის შეხვედრა ქ. ჩენგტუს „თიანფუს“ საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობასთან
2024 წლის 29 აპრილს, საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, სიჩუანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა ქ. ჩენგტუს „თიანფუს“ საერთაშორისო აეროპორტის გენერალურ მენეჯერთან- ჭანგ ხუნგკანგთან.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ავიაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.