ქ. პეკინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით, ზაზა ურუშაძის ფილმის "სამი სახლი"-ს ჩვენება
მიმდინარე წლის 17 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"- ში, გაიმართა ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით, ზაზა ურუშაძის ფილმის "სამი სახლი"-ს ჩვენება.
ფილმის დაწყებამდე მიწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ. ასევე, საელჩოს თანამშრომლებმა, ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ, წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პრეზენტაცია, ქართული კინემატოგრაფიის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ.
ფილმის ჩვენების შემდეგ, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.