Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრა „Greenland Group“-ის პრეზიდენტთან

2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ გამართა შეხვედრა „Greenland Group“-ის პრეზიდენტთან ჭანგ იულიანგთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და „Greenland Group“-ის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 
„Greenland Group“-ი (ასევე ცნობილი „Greenland Holdings Group Corporation Ltd.“-ის სახელწოდებით) დაფუძნდა ჩინეთში 1992 წელს. კომპანია ძირითადად ეწევა სამრეწველო ინვესტიციებს, უძრავი ქონების განვითარებას, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, სასტუმროების მენეჯმენტს, ფინანსურ მომსახურებას და აშ.. 2013 წლიდან, კომპანიამ დაიწყო ძირითადი ინვესტიციების განხორციელება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ევროპაში, აფრიკის კონტინენტისა და აზიის  სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია აერთიანებს 60 000 თანამშრომელს.