საქართველოს ელჩი ჩინეთის ფარმაცევტული კომპანია „Biotech Pharmaceutical Co.,LTD”-ის (BPL) წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ საელჩოში უმასპინძლა ჩინეთის ფარმაცევტული კომპანია „Biotech Pharmaceutical Co.,LTD”-ის (BPL) წარმომადგენლებს ქეთი ჩენსა და რებეკა ვანგს.
შეხვედრაზე, მხარეებმა კომპანიის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
კომპანია “Biotech Pharmaceutical Co.,LTD”- დაარსდა 2000 წელს და გახლავთ ჩინეთის პირველი კომპანია, რომელიც აწარმოებს მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატებსა (mAb) და თერაპიულ ვაქცინებს. კომპანიაში დასაქმებულია 1200 თანამშრომელი.