Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა "Xinhua Silk Road"-ის წარმომადგენლებთან

2025 წლის 20 იანვარს, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, საელჩოში უმასპინძლა "Belt and Road Portal"-ის მმართველი ორგანიზაციის, Xinhua Silk Road-ის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ "Belt and Road Portal" ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის (NDRC) და „Xinhua News“-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას "სარტყელისა და გზის ინიციატივის" ფარგლებში.
საქართველოს ელჩმა სტუმრებს მიულოცა ჩინური ახალი წელი და მათ წარმატებები უსურვა.