ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავის აღსანიშნავი სახელმწიფო მიღება
2026 წლის 30 სექტემბერს, პეკინში, ხალხის დიდ სასახლეში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად სახელმწიფო მიღება გაიმართა.
მიღებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი სი ძინპინი და პარტიისა და სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე.
