Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელცის ვიზიტი ქალაქ კუანგჭოუში

2026 წლის 20 მარტს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ კუანგჭოუში მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში სახელწოდებით „New Cooperation Reaching out to Georgia, Mutual Journey of Cooperation & Exchange“, რომელიც ორგანიზებული იყო „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ დამფუძნებლისა და კუანგჭოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის, ბექა მიქაბერიძის მიერ.
 
საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე და ამ კონტექსტში საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს და საინვესტიციო წრეების, ასევე მედიის წარმომადგენლები.