საქართველოს ელჩი „ჩინეთის მშენებლობის სამხრეთ-დასავლეთის კვლევისა და დიზაინის ინსტიტუტის“ ქ. პეკინის ფილიალის გენერალურ მენეჯერს შეხვდა
2025 წლის 11 ივნისს, საქართველოს ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე, შპს „ჩინეთის მშენებლობის სამხრეთ-დასავლეთის კვლევისა და დიზაინის ინსტიტუტის“ ქ. პეკინის ფილიალის გენერალურ მენეჯერ, ფან სიჭუნგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ხსენებული კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ქ. ჩენგდუში (სიჩუანის პროვინცია) მდებარეობს, 1956 წელს დაარსდა და გახლავთ ყოვლისმომცველი, მაღალი კლასის კვლევისა და დიზაინის კომპანია, რომელიც მშენებლობის ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო და სამშენებლო ჯგუფი „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია -„CSCEC“ - ის შვილობილი კომპანია. „CSCEC“-ს, რომელიც 1982 წელს დაარსდა, დასაქმებული ჰყავს 360 000-ზე მეტი თანამშრომელი.