საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქ. პეკინში გამართულ მაღალი დონის ბიზნეს დიალოგში
2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო ელექტრონული კომერციის სფეროში წამყვანი კომპანიის, „Beijing United Information Technology“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „მაღალი დონის ბიზნეს დიალოგი ელჩებთან“.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, გამორჩეულ ქართულ პროდუქტებზე და საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. მან ხაზი გაუსვა იმ ძირითად მახასიათებლებს, რომელთა წყალობითაც საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა.
„Beijing United Information Technology“ 2002 წელს დაარსდა და წარმოადგენს კომერციული ინფორმაციის მომსახურების წამყვან პლატფორმას. მას 2.8085 მილიონი რეგისტრირებული წევრი საწარმო ჰყავს და 2019 წლიდან წარმოდგენილია შანხაის საფონდო ბირჟაზე. მის დაქვემდებარებაშია ექვსი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლებიც მოიცავენ ქიმიური ინდუსტრიის (Toodudu.com), ჰიგიენური პროდუქციის (Wdoodoo.com), მინის (Boododo.com), ქაღალდის (Zdoodoo.com), სასუქების, (Feidoodoo.com), მარცვლეულისა და ნავთობის ინდუსტრიებს (Lydodo.com). 2024 წლის მონაცემებით, კომპანია ელექტრონული კომერციის ჩინურ კომპანიებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.
