საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სიჩუანის პროვინციის ქ. ჩენგდუში, გაიმართა ცნობილი ქართველი «Couturier» - ირაკლი ნასიძის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია

2022 წლის ოქტომბერში, სიჩუანის პროვინციის ქ. ჩენგდუში, გაიმართა საფრანგეთში მაღალი მოდის სფეროში მოღვაწე, ცნობილი ქართველი «Couturier» - ირაკლი ნასიძის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია.
აღნიშნულ პრეზენტაციას პოზიტიური გამოხმაურება და მაღალი შეფასება ჰქონდა ჩინეთის მოდის სამყაროში. სპეციალისტების შეფასებით, ქართველი დიზაინერის მიერ წარმოდგენილ კოლექციაში, ნათლად იგრძნობოდა ევროპულისა და ჩინური კულტურის სინთეზი.
ჩენდუში წარმოდგენილი კოლექციის ქსოვილებზე არსებულ პრინტი, შეიქმნა, როგორც ირაკლი ნასიძის, აგრეთვე მისი ხუთი წლის ვაჟის - გიორგი ნასიძისა და მეუღლის, ციაო ცის გრაფიკული ნამუშევრების ინსპირაციის საფუძველზე.