საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, არჩილ კალანდია მიწვეული იყო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის დაარსების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე

2022 წლის 16 სექტემბერს, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის დაარსების 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია. 

სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა მიულოცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პროფესურას, პედაგოგებსა და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი და ყურადღება გაამახვილა, საქართველოს საელჩოსა და პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 

არჩილ კალანდიამ გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წელს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აღნიშნული უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება საქართველოს კვლევის ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში ორმხრივი კონტაქტების ინტენსიფიკაციას