საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. პეკინში შედგა შოთა რუსთაველის ბიუსტის პრეზენტაცია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული მიღების დროს, შედგა შოთა რუსთაველის ბიუსტის პრეზენტაცია, რომლის ავტორია, ცნობილი ჩინელი მოქანდაქე იუენ სიქუნი.
ღონისძიების დროს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობის წერილი გადასცა ბიუსტის ავტორს.
პეკინში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და იუენ სიქუნის ავტორობით შექმნილი შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონია, გაიმართება მიმდინარე წლის სექტემბერში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ეზოში.