საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის წამყვანი Think-Tank-ის "Center for China & Globalizations"-ის (CCG) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში

2022 წლის 15 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ჩინეთის წამყვანი Think-Tank-ის "Center for China & Globalizations"-ის (CCG) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს, ისაუბრა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე და საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე.
 გარდა ამისა, ელჩმა გამოხატა სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
ღონისძიების დროს, ასევე გაიმართა CCG-მიერ გამოცემული წიგნის “China and the World in a Changing Context” პრეზენტაცია, სადაც შესულია პეკინში აკრედიტებული 25 დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, მათ შორის საქართველოს ელჩის ნაშრომი (Bilateral Relations between Georgia and China).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის საექსპერტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და მედია საშუალებები.