საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩინეთის ყველაზე რეიტინგულ მულტიფუნქციურ ელექტრონულ პლატფორმა WeChat-ზე, რომელიც ასევე მოიცავს სოციალურ მედიას, დარეგისტრირდა საელჩოს ოფიციალური გვერდი

 საქართველოს საელჩოსა და “Tencent Holdings Limited“-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩინეთის ყველაზე რეიტინგულ მულტიფუნქციურ ელექტრონულ პლატფორმა WeChat-ზე, რომელიც ასევე მოიცავს სოციალურ მედიას, დარეგისტრირდა საელჩოს ოფიციალური გვერდი.

 საელჩოს WeChat გვერდზე სისტემატურად განთავსდება შესაბამისი მასალები, როგორც დიპლომატიური მისიის საქმიანობის, ასევე საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, ტურიზმის, კულტურისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მრავალი მიმართულებით, ჩინურ საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.

2018 წლიდან WeChat გახდა მსოფლიოში უმსხვილესი ელექტრონული მულტიფუნქციური პლატფორმა, მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებლით, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელს, მედიას, ფულად გადარიცხვებს, ჩინეთის საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტს.