საქართველო-ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობები
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA), რამაც დამატებით წაახალისა სავაჭრო
ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. შედეგად, 2018 წელს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ პირველად
გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს.
2021 წელს, სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 1.48 მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 24,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს
ექსპორტმა 615.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+29%), ხოლო იმპორტმა - 864.9 მილიონი
აშშ დოლარი (+21.8%).
2021 წლის მონაცემებით, ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო
ბაზარი, რომლის წილზეც მოვიდა ექსპორტის 14.5%.
წელი
|
სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დ.)
|
ექსპორტი (მლნ. აშშ დ.)
|
იმპორტი (მლნ. აშშ დ.)
|
2016
|
721.839
|
174.330
|
547.510
|
2017
|
934.348
|
201.702
|
732.647
|
2018
|
1,033.240
|
199.108
|
834.132
|
2019
|
1,066.175
|
207.512
|
858.663
|
2020
|
1,186.335
|
477.256
|
709.079
|
2021
|
1,480.473
|
615.581
|
864.892
|
ჩინური ინვესტიციები საქართველოში
ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციები პირველად 2002 წელს განხორციელდა.
მას შემდეგ 2021 წლის ჩათვლით, განხორციელებულია სულ 711.55 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. 2021
წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ დარეგისტრირებულია აქტიური სტატუსის
246 კომპანია ჩინური კაპიტალის მონაწილეობით.
წელი
|
ინვესტიციები (მლნ. აშშ დ.)
|
2016
|
25.48
|
2017
|
19.36
|
2018
|
75.75
|
2019
|
43.75
|
2020
|
-
|
2021/Q3
|
12.13
|
ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში:
საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის
განვითარებას და საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას დიდწილად ხელი შეუწყო
პირდაპირი ავიაფრენების შემოღებამ (თბილისი-ურუმჩი-პეკინი-ურუმჩი-თბილისი). 2020-2021
წლებში, COVID-19-ის პანდემიის გამო ჩინელი ვიზიტიორების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო.
2011-2020 წლებში, ჩინეთიდან საქართველოში სულ შემოვიდა 148 673 ვიზიტორი. აქედან:
წელი
|
ვიზიტორთა რაოდენობა
|
2016
|
10 847
|
2017
|
18 179
|
2018
|
31 855
|
2019
|
48 071
|
2020
|
4 363
|
2021
|
3 468
|