Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პირველად შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

2024 წლის 14 ივნისს, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, რომელიც კინოინდუსტრიის უდიდესი ფორუმია ჩინეთსა და აზიაში. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი 1993 წლიდან იმართება და 
ერთადერთი ჩინური ფესტივალია, რომელიც აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ.
 
წლევანდელ კინოფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი ქართული კინოინდუსტრიის სტენდი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, ქართული კინოხელოვნების ცნობილი  წარმომადგენლები არიან.
 
17 ივნისს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია. ელჩმა მოინახულა ფესტივალის ქართული სტენდი და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.