ღვინის საერთაშორისო გამოფენა ქ. პეკინში
2024 წლის 4 ივნისს, პეკინის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ღვინის გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით- „TopWine China Beijing International Wine Exhibition“. გამოფენის მონაწილე ქართველი მეწარმეები და მათი ჩინელი პარტნიორები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ მოინახულა. ელჩს უმასპინძლა ორგანიზაცია „Georgian Wine Network“-ის დამაარსებელმა მიხეილ სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტენდი ქართული ღვინის მწარმოებელ 9 კომპანიას უკავია. ღვინის გამოფენა ჩინეთში 7 ივნისამდე გაგრძელდება.