საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ჰონგ კონგში
2024 წლის 18-21 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჰონგ კონგში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყო საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის ადმინისტრაციის მთავარ მდივანთან, ერიკ ჩან კვოკ-კისთან და ჰონგ კონგის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს ხსენებულ რეგიონსა და საქართველოს შორის, სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ასევე, შედგა შეხვედრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადგილობრივ, წამყვან კომპანიებთან.