Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. თიანძინში „ქართული სახლი“ გაიხსნა

2024 წლის 1 ივნისს, ქალაქ თიანძინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ქართული სახლის“ გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული ობიექტის სივრცეში განთავსებულია ქართული ღვინის წარმოების თემატური დარბაზი და მარანი, ასევე, რესტორანი, სადაც სტუმრები შეძლებენ ქართული კერძების დაგემოვნებას. „ქართულ სახლში“, უახლოეს მომავალში, ამოქმედდება საგამოფენო სივრცეც, სადაც საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი მასალა იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ დამფუძნებლის, გუანდონის პროვინციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის ინიციატივით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანძინის ხელისუფლების, თიანძინის უნივერსიტეტის, ადგილობრივი საქმიანი წრეებისა და პეკინში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ.


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ჩაის მომზადების ჩინურ ტრადიციას. თიანძინის ქართველი სტუდენტების მიერ შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები.