საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს
2024 წლის 12 დეკემბერს, ქ. პეკინში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინფინგს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესის „დიდ სასახლეში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა ჩინეთში აკრიდიტირებულმა 28 ქვეყნის ახალმა ელჩმა მიიღო.
ცერემონიაზე პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ელჩებს სიტყვით მიმართა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიგელების გადაცემის ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიების ამსახველი ვიდეო-მასალის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tv.cctv.com/2024/12/12/VIDEmtxFVOxZ84TqSowsEtPD241212.shtml