Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი მიღება ქ. პეკინში

2024 წლის 30 მაისს, ქ. პეკინში, სასტუმრო „Marriott“-ში, საქართველოს საელჩომ გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი სუნ ვეიტუნგი, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ასევე ქ. პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. მიღებაზე მოპატიჟებული იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების და ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

საქართველოს და ჩინეთის ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდგომ, მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუნ ვეიტუნგმა. ორივე გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. 

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქ. პეკინის ბავშვთა ანსამბლის „Beijing Angel Choir“-ის კონცერტი, რომელზეც შესრულდა ქართული და ჩინური სიმღერები. მიღებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ სტენდებს და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ნაირსახეობა.