Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოსა და Mango TV-ის ერთობლივი პროექტი 

2024 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, საელჩოში უმასპინძლა ჩინეთის ინტერნეტ ტელევიზიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „Mango TV“-ის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული კულინარიის შესახებ სპეციალური გადაცემის გადაღების საკითხი. აღნიშნული გადაცემაში,  2025 წლის იანვარში, ორ დამოუკიდებელ სიუჟეტად ქართულ კულინარიას დაეთმობა ორი საათი. გადაცემაში, საქართველოს ელჩის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ჩინელი მსახიობები. 

“Mango TV” 2006 წელს დაარსდა „ჰუნანის გადაცემათა სისტემის“ პლატფორმაზე (HunanBroadcasting System – HBS). იგი გახლავთ სახელმწიფო ტელეკომპანია და მისი მაყურებლის რაოდენობა ას მილიონს უტოლდება.