შეხვედრა ჩინური კომპანია “Jilin Tiantian Hua Sheng Air Service“-ის გენერალურ დირექტორთან
2024 წლის 12 ივნისს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინური კომპანია “Jilin Tiantian Hua Sheng Air Service Co LTD“-ის (ძილინის პროვინცია) გენერალურ დირექტორს სუ ხუნგხეს.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
კომპანია Jilin Tiantian Hua Sheng Air Service აქტიურად ოპერირებს ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე და ჩინელი ტურისტებისთვის სხვადასხვა ტურებს ახორციელებს არაერთი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. კომპანიის მიერ განხორციელებული ყოველწლიური ტურისტული ნაკადების მოცულობა დაახლოებით 100 000 ადამიანს შეადგენს.