ელჩი "The Business Center of Global Zhejiang Entrepreneurs (Beijing)"-ის წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წლის 20 იანვარს, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ უმასპინძლა "The Business Center of Global Zhejiang Entrepreneurs (Beijing)"-ის დელეგაციას.
შეხვედრაზე სტუმრებმა გამოხატეს დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ჭეძიანგის პროვინციის მეწარმეების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.
ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა ჭეძიანგის კერძო სექტორის განსაკუთრებულ როლს გლობალურ ბიზნესში. აღინიშნა, რომ 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის 500 წამყვან კომპანიას შორის 106 აღნიშნული პროვინციიდანაა. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი კომპანიები, როგორიცაა „Alibaba“, „Chint Group“, „Geely Auto“, „Fosun Group“, „Wahaha Group“ და სხვა.
შეხვედრის დროს, დელეგაციამ წარმოადგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, ქვეყნის ეროვნული პავილიონის ფორმატში, წამყვან ონლაინ პლატფორმებზე („Douyin“, „Tencent Video“, „Kuaishou“, „Xiaohongshu“) საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები კულტურისა და ტურიზმის სფეროში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას თანამშრომლობას კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.