Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საელჩოს დესპანი ჩინური კომპანია „GEIRI“-ის წარმომადგენელს შეხვდა

2024 წლის 28 მაისს, საელჩოს დესპანმა, მამუკა ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინური კომპანია „„Global Energy Interconnection Research Institute Co. Ltd.“-ის (GEIRI) პროექტების დირექტორთან ქუნ სიაოსთან (Kun Xiao).

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

„GEIRI“  ჩინური სახელმწიფო კომპანიის- „State Grid“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მაღალი კლასის მასალების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის, ისევე როგორც მხარდამჭერი, ზოგადი და სტრატეგიულად პერსპექტიული ტექნოლოგიების კვლევებს ზემაღალი ძაბვის ქსელებისა (UHV) და სუფთა ენერგიის სფეროებში. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: UHVDC გადაცემათა ტექნოლოგიები; მოქნილი AC გადაცემათა ტექნოლოგიები; HVDC საკაბელო ტექნოლოგია; მაღალი სიმძლავრის ელექტრონული მოწყობილობები; ენერგიის ინტერნეტ მხარდაჭერის ტექნოლოგია.